ახალგაზრდას, რომელიც თბილისში მოკლული იპოვეს, 12 იანვრიდან ეძებდნენ

გამოქვეყნდა:

მოკლული 26 წლის ახალგაზრდა, რომლის ცხედარიც თბილისში იპოვეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანიდანაა, თუმცა ადგილობრივების ინფორმაციით, ლევან ჯანგულაშვილი ბოლო წლებში თბილისში, დედასთან ერთად ცხოვრობდა.

ჯანგულაშვილის კვალი თბილისიდან 12 იანვარს დაიკარგა. მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სოციალურ ქსელშიც გაავრცელეს და დახმარებას ითხოვდნენ. პოლიცია დაკარგულს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდა, თუმცა როგორც ირკვევა, ჯანგულაშვილი კონფლიქტის ნიადაგზე მოკლეს, მშენებარე კორპუსიდან გადმოაგდეს და კვალის დაფარვის მიზნით ცეცხლი წაუკიდეს.

სავარაუდო დამნაშავე, 22 წლის ახალგაზრდა დაკავებულია. პროკურატურამ მას ბრალი უკვე წარუდგინა და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ცხედრის პოვნისა და მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი. 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი