"პრაქტიკულად ყველგან გავაგზავნე წერილი - გვაქვს წამების ფაქტი და რეაგირება უნდა იყოს ძალიან მკაცრი... ვაპირებ მზია ამაღლობელის ადვოკატირება მოვახდინო საერთაშორისო ასპარეზზე" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"პრაქტიკულად ყველგან გავაგზავნე წერილი - აქ გვაქვს წამების ფაქტი და რეაგირება უნდა იყოს ძალიან მკაცრი... ვაპირებ, პირადადაც წავიდე და მზია ამაღლობელის ადვოკატირება მოვახდინო საერთაშორისო ასპარეზზე" - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

"ვიყავი ციხეში ქალბატონ მზიასთან. იგი ძალიან მხნედ არის. შიმშილობს. მისი გულშემატკივრებისთვის ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ მისი გადაწყვეტილებაა. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება მისი ჯანმრთელობის კუთხით და მალე  ვიხილავთ მას გარეთ, რაც მთავარია. მე პირადად ყველგან გავაგზავნე წერილები, სადაც შემეძლო და კიდევ ვაპირებ ეს წერილები გავაგზავნო, უფრო მეტი დეტალით. ჩვენ აქ რეალურად გვაქვს წამების ფაქტი. პირდაპირი მნიშვნელობით. შესაბამისად რეაგირება უნდა იყოს ძალიან მკაცრი და გაცილებით უფრო მაღალი ზეწოლის ქვეშ იყოს საქართველოს ხელისუფლება. მე ვაპირებ, რომ პირადადაც წავიდე და ქალბატონი მზიას ადვოკატირება მოვახდინო საერთაშორისო ასპარეზზე. აქ ძალიან კარგი ადვოკატები ჰყავს მას. მგონია, რომ გამოგვივა მისი გამოხსნა. განსაკუთრებით საერთაშორისო ჩარევით. ქალბატონი მზია უნდა გამოვიყვანოთ, ისევე როგორც დანარჩენი პატიმრები. ცეცხლი ოლიგარქიას! თავისუფლება სინდისის ტყვეებს!" - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი