კონგრესმენი ჯო უილსონი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აუდიენციას ეხმაურება და მას დადებითად აფასებს. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ამის შესახებ X-ზე წერს და პრეზიდენტების ფოტოს აქვეყნებს.
"მადლიერებით ვაფასებ, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მასპინძლობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მას შემდეგ, რაც მან მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაში. საფრანგეთი და ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგანან. საქართველოსთვის ერთადერთი გზა წინ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!" - წერ უილსონი.