"მალე, შეიძლება [ივანიშვილის] "ზებრებმა" და "პინგვინებმაც" კი გაასამართლონ ქართველი ხალხი, თუ ეს მარაზმი და კლოუნადა არ შევაჩერეთ!" | ვეფხია კასრაძე

გამოქვეყნდა:

"მალე, შეიძლება [ივანიშვილის] "ზებრებმა" და "პინგვინებმაც" კი გაასამართლონ ქართველი ხალხი, თუ ეს მარაზმი და კლოუნადა არ შევაჩერეთ!" - ამის შესახებ ციხიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი ვეფხია კასრაძე წერს. წერილს "ძლიერი საქართველო" ავრცელებს. 

"მოგესალმები, ჩემო საქართველო! არ შემიძლია, გასული კვირის სასამართლო პროცესებს არ გამოვეხმაურო. თუ ამას სასამართლო პროცესი შეიძლება ეწოდოს, რაც „მაგდანას ლურჯას“ სასამართლო პროცესს მაგონებს, იმ განუკითხაობით, რაც დღეს საქართველოში სუფევს. აგრეთვე, დღევანდელი რეპრესიები, რომელსაც ივანიშვილი თავისი „დოქსოპულოებით“ ამკვიდრებს, ძალიან ჰგავს, ფილმ „მონანიების“ პერსონაჟებს, რომლებმაც წერა-კითხვაც კი არ იციან. რომელ სამართალზეა საუბარი, როდესაც ყოველ უზნეო, უთავმოყვარეო კორუფციაში ყელამდე ჩაფლული, მუცელაღორებული ადამიანები, უფრო სწორად არაადამიანები მართავენ სასამართლო სისტემას, რომლებმაც საკუთარი გაუმაძღარი სტომაქის „ყარაულებად“ აქციეს ძალოვანი სტრუქტურები, რომლებმაც ნამუსი ახადეს საქართველოს მართლმსაჯულებას და ფეხქვეშ გათელეს, როგორც პოლიციის, ასევე სპეცრაზმელების მუნდირი და ღირსება. დიახ, არაადამიანობაა, როდესაც მოსამართლე მაღალი ზნეობით, ჰუმანურობით და სამართლიანობით უნდა გამოირჩეოდეს, საკუთარი შვილის ტოლ ახალგაზრდას მიმართ, რომელიც ჯერ 19 წლის არის და რომელიც, მხოლოდ სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯება, რომელიც უჰაერობის გამო, სასამართლო პროცესზე, იმდენად ცუდად გახდა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც კი გახდა საჭირო. რადგან, არც სასამართლო დარბაზი და არც პატიმრებისთვის გამოყოფილი სივრცე არ შეესაბამებოდა იმ რაოდენობრივ სტანდარტს, რამდენიც იმ „შუშის კოლბაში“ ცხოველებივით შეგვყარეს. რაც ალბათ, თქვენი ტელევიზიების საშუალებით მაყურებელმაც ნახა. არადა, საქალაქო სასამართლოს შენობაში განთავსებულია, შესაბამისი დიდი დარბაზები, სადაც, ასეთი რაოდენობის დამსწრე საზოგადოების დაპატიმრების გამოყოფილ სივრცეს უზრუნველყოფს, რომელშიც წინა დღის პროცესი ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებმა მოსამართლეს არაერთხელ მიმართეს თხოვნით, გადავეყვანეთ დიდ დარბაზში, რათა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებდა მოსამართლე პროცესის ჩატარებას, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა, რადგან ის ასრულებდა ივანიშვილის და მურუსიძის დავალებას, ეს ხალხი არა მხოლოდ დანაშაულს, ბოროტებასაც სჩადიან და ასეთ არარაობებს ჩვენი ქვეყნის სამართალი ბედი და მომავალი აბარიათ.

მეგობრებო, თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ ასეთ სასამართლო პირობებში, რამდენი უდანაშაულო ადამიანი იხდის სასჯელს საქართველოს ციხეებში? რამდენი დედა, რამდენი მეუღლე და შვილი გაამწარეს თავიანთი უსამართლო განაჩენით? რამდენ უდანაშაულოდ დაპატიმრებულ ადამიანს გაუმრუდეს ცხოვრება მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანმა, რომელიც ივანიშვილმა საკუთარ „კანტორად“ აქცია და მალე შეიძლება, მისმა „ზებრებმა" და „პინგვინებმაც" კი გაასამართლოს ქართველი ხალხი, თუ ეს, მარაზმი და კლოუნადა არ შევაჩერეთ! როგორც კი გამარჯვებას მოვიპოვებთ, როგორც კი თავისუფალი პროკურატურა და სამართლიანი სასამართლო გვექნება, საზოგადოების უპირველესი დაკვეთა უნდა იყოს დაიწყოს ყველა პატიმრის საქმეების გადახედვა და მათი „შეკერილი“ საქმეების, თავიდან გამოძიება. სადაც, ღრმად ვარ დარწმუნებული, ასობით უდანაშაულო პატიმარს აღმოვაჩენთ და ათასობით სამართალდარღვევას წავაწყდებით. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გარდა კიდევ ბევრი პოლიტპატიმარი, უკანონოდ იქნება დაკავებული, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით. ჩვენ თუ გვინდა სამართლიანი სასამართლო შევქმნათ, მე ვფიქრობ, აქედან უნდა დავიწყოთ - უნდა განთავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაპატიმრებული პატიმარი და მათი საკნები დაიკავონ მათ, ვინც ეს ხალხი უკანონოდ დააკავა და გაასამართლა.

თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს!

როგორც ჩანს არალეგიტიმურ მთავრობას მადა გაეხსნა და რეპრესიების ახალი სერია წამოიწყო, რაც მათ ძირგამომპალ საძირკველს უფრო შეარყევს და საბოლოოდ ჩამოშლის, რაც ქართველი ერის გამარჯვებით დასრულდება. სრული სოლიდარობა გმირ ბათუმელებს, ყველა იმ პოლიტიკურ ტყვეს, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვით! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ასევე დიდ მადლობას გიხდით, ვინც სასამართლო პროცესის დროს, ჩვენს ოჯახებს გვერდში ვედექით! ვინც უსამართლო მოსამართლეების ღრეობა გააპროტესტეთ და ჩვენს გამო საპყრობილეში მოხვდით. ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, ჟურნალისტები, ვინც სამართლისთვის დაგსაჯეს. მადლობა და დიდი სიყვარული ჩვენგან ბათუმის და რუსთაველის მცველებს. ყველა ქალაქის და სოფლის მოსახლეს, ვინც საქართველოს მომავლისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვით! მიყვარხართ და მეამაყებით!" - წერს ვეფხია კასრაძე. 

ვეფხია კასრაძეს ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის აქვს ბრალი წარდგენილი. მუხლი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ფოტო: "კვირის პალიტრა"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი