"ოცნება" რამდენი ხანია ძალაუფლებაშია, 12 წელი, ხომ? ლუკაშენკოსთან შედარებით თინეიჯერები არიან, ლუკაშენკომ უკვე 31 წელიწადია, რაც ძალაუფლება ჩაიგდო ხელში და არ თმობს. ყველა ბერკეტი ხელში უჭირავს, სრულიად ალაგმა, განდევნა ან გაანადგურა ნებისმიერი ოპოზიცია. [...] საერთო მახასიათებელი ბელარუსსა და საქართველოს შორის ის არის, რომ როცა გარიგებაზე მიდიხარ ეშმაკთან, განსაკუთრებით იმ ეშმაკთან, რომელიც დღეს კრემლში ზის, მერე ამ გარიგებას თავს ვეღარ დააღწევ – ამიერიდან შენს მომავალს ეშმაკი განსაზღვრავს.
ჩემი მოლოდინია, რომ ერთიანი პოლიტიკა გვექნება - დაწყებული საგარეო ურთიერთობების სამსახურით, გაგრძელებული კომისიით და რაც შეიძლება მეტი წევრი სახელმწიფოს ჩართულობით. ყველას დათანხმება ალბათ ვერ მოხერხდება - უნგრეთის და სლოვაკეთის ფონზე - მაგრამ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ თუ არაფერი გავაკეთეთ, ეს ძვირად დაგვიჯდება – პარტნიორს ვკარგავთ. მზად ვართ, ასე იოლად შეველიოთ კანდიდატ ქვეყანას? საქართველოს სულისთვის ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, მეტიც, უშუალოდ ჩვენ ჯერ არც კი გვიბრძოლია, მხოლოდ შეშფოთებებით შემოვიფარგლეთ, რაღაცები გავაკრიტიკეთ და ა.შ. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობა უფრო სერიოზულად მიუდგება ამ საქმეს, გაცნობიერებული ექნება გეოპოლიტიკური შედეგები, რაც ამ ყველაფერს მოჰყვება, თუ ასე, დღისით-მზისით გაგვძარცვეს."
აცხადებს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.