პრაქტიკულად, ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი... საშუალება მქონდა, მეთქვა რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც საქართველოში ხდება | სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში ვიზიტზე

გამოქვეყნდა:

"პრაქტიკულად, ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი. ძალიან ხანმოკლე შეხვედრები იყო, იმიტომ რომ ეს იყო შეხვედრები იმ ღონისძიებების ფარგლებში, სადაც არ არის დიდი დრო იმისთვის, რომ ხანგრძლივად გაშალო გზავნილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. მაგრამ მაინც, იმის საშუალება მქონდა, რომ მეთქვა რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, რამდენად საგანგაშოა ეს იმ რეგიონში, რომელიც ამერიკისთვის მნიშვნელოვანია, რადგან იქვეა შავი ზღვა, სტრატეგიული ახალი პროექტები, ქვეყანაში, რომელიც ამერიკის დახმარების ობიექტია ბოლო 30 წლის განმავლობაში."

სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი