ტრამპის ბრძანებით, აშშ-მა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეუცვალა და ამერიკის ყურე უწოდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეუცვალა და ამერიკის ყურე უწოდა.

"ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ერის ვალდებულებას, შეინარჩუნოს შეერთებული შტატების არაჩვეულებრივი მემკვიდრეობა", - წერია დეპარტამენტის პრესრელიზში.

ტრამპმა რამდენჯერმე ისაუბრა მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის დარქმევაზე, მათ შორის, ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს. ამავე დღეს პრეზიდენტმა შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებასაც მოაწერა ხელი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი