"ჰამასმა" კიდევ ოთხი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

 

ჰამასმა კიდევ 4 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. ეს ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში მეორე გაცვლაა.

შაბათს დილით გაათავისუფლეს შემდეგი ქალი ჯარისკაცები: კარინა არიევი (20 წლის), დანიელა გილბოა (20 წლის), ნაამა ლევი (20 წლის), ლირი ალბაგი (19 წლის). ისინი 2023 წლის 7 ოქტომბერს თავდასხმის დროს ჰამასის მებრძოლებმა ღაზას მახლობლად აიყვანეს ტყვედ.

AFP პალესტინურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელმა 200 პალესტინელი ტყვე გაათავისუფლა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი