თურქეთში 4-სართულიანი შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

გამოქვეყნდა:

თურქეთში, ქალაქ კონიაში, სელჩუკის რაიონში ბეიშეჰირის ქუჩაზე 4-სართულიანი შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. მაშველებმა სამძებრო სამუშაოების დროს 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს.  ნანგრევებიდან ამოყვანილია 3 ადამიანი, რომლებიც მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებენ.

ამ ეტაპზე ისევ გრძელდება სამძებრო სამაშველო სამუშაოები

თურქული მედიის ინფორმაციით, მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებულია 4 ადამიანი, მათ შორის 2 პირველ სართულზე მდებარე კომერციული ფართების მფლობელი, 2 კი  მაღაზიის მენეჯერია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი