ლუკაშენკო მეშვიდე ვადით | დღეს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებია

გამოქვეყნდა:

დღეს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებია - ალექსანდრ ლუკაშენკოს გარდა, არჩევნებში ფორმალურად კიდევ 4 კანდიდატი მონაწილეობს.

არჩევნების მთავარ დღემდე კი ბელარუსში, 21-დან 25 იანვრამდე, ვადამდელი კენჭისყრა მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა იმ ამომრჩევლებმა მიიღეს, ვინც 26 იანვარს საარჩევნო უბნებზე მისვლას ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციონერმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გამოაცხადა რომ მან არჩევნები ხმათა სულ მცირე 60 %-ით მოიგო და ლუკაშენკოს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა ხელისუფლების გადაბარებისთვის, თუმცა, ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად ლუკაშენკო გამოაცხადა და 80% დაუწერა.

ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმმა ძალისმიერი მეთოდებით ჩაახშო. დაიწყო რეპრესიები, ოპონენტების დევნა, დაჭერები. ის მოქალაქეები, რომლებიც ლუკაშენკოს მუდმივ მმართველობას ეწინააღმდეგებოდნენ, იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ, მათ შორის, ტიხანოვსკაიაც. აშშ-მა, ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ ლუკაშენკოს არჩევა ლეგიტიმურად არ ცნეს. 

ალექსანდრ ლუკაშენკო ქვეყნის პირველი და ამ დრომდე ერთადერთი პრეზიდენტია. ის ბელარუსს 1994 წლიდან მართავს. სწორედ ამ წელს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი