რუსეთმა ანექსირებული ყირიმის ხიდზე საპასპორტო კონტროლი შემოიღო

გამოქვეყნდა:

რუსეთის ხელისუფლებამ სრული საპასპორტო კონტროლი შემოიღო ქერჩის სრუტეზე გამავალი ხიდის შესასვლელთან, რომელიც კრასნოდარის მხარეს ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს.  Krym.Realii-ს რედაქცია იტყობინება, რომ ნახევარკუნძულისკენ მიმავალ მძღოლებსა და მგზავრებს საბუთებს უმოწმებენ. 

როგორც ანექსირებული ყირიმის ე.წ. ტრანსპორტის მინისტრი, ალექსანდრე ოვდიენკო განმარტავს, გადაწყვეტილება სპეცსამსახურების მუშაობას უკავშირდება და რომ ისინი ანტიტერორისტულ საქმიანობას ახორციელებენ. არ არის დაკონკრეტებული, რას უკავშირდება ეს ოპერაცია.

ასევე უცნობია, რამდენ ხანს იმოქმედებს დოკუმენტების გადამოწმების რეჟიმი. 

რუსეთის ხელისუფლება რეგულარულად ხურავს ხიდზე მოძრაობას ყირიმის რეგიონში უკრაინის სარაკეტო და საზღვაო დარტყმების დროს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი