"ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს შევცვლი, გარედან გავაგრძელებ ბრძოლას" | თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა

გამოქვეყნდა:

სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ მან "მთის ამბებთან" ისაუბრა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება დაპატიმრების საფრთხის გამო მიიღო.

"ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს შევცვლი. გარედან გავაგრძელებ ბრძოლას. გაცილებით მეტი ვიცი და გაცილებით მეტი შემიძლია, ვიდრე ჰგონიათ", - ამბობს გოდოლაძე.

შოვის ტრაგედიის შემდეგ გოდოლაძის წინააღმდეგ "ქართულმა ოცნებამ" და სამთავრობო, პროპაგანდისტულმა მედიებმა საინფორმაციო კამპანია დაიწყეს. გარდა ამისა, სასამართლომ გოდოლაძის ყოფილი პარტნიორი მის მიმართ ძალადობის საქმეში გაამართლა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი