"ქართველმა ხალხმა აჩვენა ისეთი თავდადება და სიმამაცე, რამაც, დარწმუნებული ვარ, გააკვირვა "ქართული ოცნება" და ალბათ მოსკოვიც" | ფრიდი

გამოქვეყნდა:

"მე მხარს ვუჭერ მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტას, ვემხრობი სანქციებს, რომლებიც დაწესდა და შეიძლება მეტი მაღალჩინოსნის წინააღმდეგაც უნდა დაწესებულიყო. და ნამდვილად მესმის ის არგუმენტები, რომელიც ქართველ დემოკრატებს, დემოკრატიის მომხრე ქართველებს აქვთ იმის თაობაზე, რომ ახლანდელი მთავრობა არალეგიტიმურია. მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელსაც აქვს მტკიცე პოლიტიკური პოზიცია, რომ მას, მისი ე.წ. მემკვიდრისგან განსხვავებით, ლეგიტიმაცია აქვს. ეს მესმის. მაგრამ მინდა მაყურებელს მოვუწოდო, რომ არ იფიქრონ აღიარების საკითხზე, როგორც გარე მხარდაჭერის ერთადერთ ზომასა და ინსტრუმენტზე...

არსებობს საქართველოს დემოკრატიული მოძრაობის მხარდაჭერის სხვა გზებიც, და ამერიკასა და ევროპას ამის დიდი გამოცდილება აქვთ. საქართველოს მომავალი არაა დამოკიდებული იმაზე, რას გავაკეთებთ ჩვენ, დასავლეთში, ეს დამოკიდებულია იმაზე, რას გააკეთებს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა კი ამ დრომდე, უკვე ამდენი კვირის განმავლობაში, აჩვენა ისეთი თავდადება და სიმამაცე, რამაც, დარწმუნებული ვარ, გააკვირვა "ქართული ოცნება" და ალბათ მოსკოვიც.

საქართველოში ლეგიტიმაციის კრიზისია, "ქართული ოცნების" მთავრობა, როგორც ჩანს, დამახინჯებულად მოწადინებულია, რომ გააღრმაოს საქართველოს იზოლაცია და ეს შეიძლება მათი მიზანიც კი იყოს. ეს ნამდვილად იქნება მოსკოვის მიზანი, რომ საქართველოს მთავრობის იზოლირება მოახდინონ და ამით საქართველო კიდევ უფრო მეტად მოექცეს მოსკოვის კონტროლის ქვეშ, [გახდეს] მასზე დამოკიდებული."

- ამბობს "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამერიკელი დიპლომატი და "ატლანტიკური საბჭოს" მკვლევარი, დენიელ ფრიდი.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი