"ტრამპის გუნდს არ მოსწონს ირანი, მათ შენიშნეს, რომ კობახიძე ირანში იყო და ირანელ ლიდერებს ხვდებოდა. ჩემი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ [ვიქტორ] ორბანმა რომც სცადოს, წარმატებას ვერ მიაღწევს ტრამპის იმაში დარწმუნებაში, რომ ივანიშვილს დაუმეგობრდეს... ბევრი რამის თქმა... ახალი ადმინისტრაციის ამ ეტაპზე ძალიან ძნელია. მაგრამ შემიძლია ის ვთქვა, რომ ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება არ იქნება. ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ მყოფ თბილისს და ახალი ადმინისტრაციის ურთიერთობას ვგულისხმობ. კობახიძის მიერ ჩვენს მტრებთან ირანში მეგობრულად ყოფნა აჩვენებს, რომ ის ჩვენი მეგობარი არაა."
- აცხადებს "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში "ატლანტიკური საბჭოს" ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი.