უსამართლო სასამართლოს სტატისტიკა | 98% შემთხვევაში რეჟიმის მოსამართლეებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვთ

გამოქვეყნდა:

პრორუსი ოლიგარქის ავტორიტარული რეჟიმი ბოლო კვირებია რეპრესიების ახალ ტაქტიკაზე გადავიდა, რაც სასამართლოში ადამიანების მასობრივი დაბარებით და აბსურდული ბრალდებებით მათ დაჯარიმებაში გამოიხატება. ამას ემატება იმ ადამიანების საქმეებიც, რომლებიც აქციებზე ჯერ პოლიციამ სცემა, შემდეგ კი ადმინისტრაციულ პატიმრობაში მოსამართლეებმა ისე გაუშვეს, რომ ერთ მათგანსაც კი არ გასჩენია კითხვა, განსასჯელის სკამზე მყოფი მოქალაქეების მიმართ, რა ვითარებაში მიიღეს მათ უმძიმესი დაზიანებები. 

მართლმსაჯულების ამ ტრაგიკომიკურ წარმოდგენაში საკუთარი როლი ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსაც, რომლებიც სერიულ ცრუმოწმეებად ჩამოყალიბდნენ. ერთიც და მეორეც სისხლის სამართლის დანაშაულია, ხანდაზმულობის ვადით - 2 წელი. 

შესაძლოა ახლა მოგეჩვენოთ, რომ ამ მურუსიძის სასამართლოში რაიმეს მტკიცებას აზრი არ აქვს, მაგრამ აზრი ნამდვილად აქვს ცრუ მოწმე პოლიციელებისა და ამ უსამართლობის თანამონაწილე მოსამართლეების დანაშაულის აღრიცხვას და მტკიცებულებების მოგროვებას. ადრე თუ გვიან ამ პოლიციელებსაც და მოსამართლეებსაც მოუწევთ პასუხისგება საკუთარ დანაშაულზე და ამიტომ მტკიცებულება მნიშვნელოვანია, რომ მომავალში ვამხილოთ სისტემის ბოროტება. 

რატომ არის ეს სისტემა ტოტალური უსამართლობა თავად განსაჯეთ. ადმინისტრაციული საქმეებით რეჟიმი ასეულობით მოქალაქეს დევნის. ერთ-ერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მის ხელთ გავლილი საქმეები შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ 98% შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს.

უფრო ვრცლად იხილეთ გიორგი გვიშიანის სიუჟეტში

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი