ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, შალვა მხატრიშვილი თანამდებობას ტოვებს.
"მეგობრებო, 12-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ვტოვებ ჩემს თანამდებობას ეროვნულ ბანკში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ეროვნულ ბანკზე ფიქრის შემდეგ, ძალიან რთულია ჩემი თითოეული თანამშრომლის და მათთან ერთად გაკეთებული საქმის დატოვება. ცხადია, ვრჩები ეროვნული ბანკის ინსტიტუციონალური გაძლიერების გულშემატკივარი, ამჯერად შორიდან. მოღვაწეობას გავაგრძელებ საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ვაშინგტონში, კვლავ მაკროეკონომიკის მიმართულებით", - წერს მხატრიშვილი.