უცხოეთიძლიერი ნისლი სტამბოლში | უამინდობამ ტრანსპორტისა და ბორნების მოძრაობა შეაფერხა გამოქვეყნდა: ორშაბათი, 27 იანვარი, 2025 - 12:38
ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებამ სტამბოლში ძლიერი ნისლი გამოიწვია. ნისლის გამო ხილვადობა დაქვეითებულია ბოსფორის სრუტეში. ნისლმა დაფარა ბოსფორის ხიდიც. ხილვადობის დაქვეითებამ სტამბოლში გზებზე მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. გაუქმდა რამდენიმე საბორნე რეისიც.