ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებენ | "ოცნების" ახალი ინიციატივა

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ცესკოს წევრები სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებენ - ინიციატივა თვითგამოცხადებული პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებს ეკუთვნით. 

IPN-ის ინფორმაციით, მათ წარადგინეს პროექტი, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს ენიშნებათ ცესკოს წევრის კომპენსაცია 65 წლის ასაკის მიღწევისას, ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ ის 5 წლის განმავლობაში უწყვეტად ცესკოს წევრი იყო.

ცესკოს წევრის კომპენსაციის ოდენობად ცესკოს წევრის თანამდებობრივი სარგოს ერთი მესამედი განისაზღვრება.

სახელმწიფო კომპენსაცია ცესკოს იმ წევრს არ დაენიშნება, რომლის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს და რომლითაც დადასტურებულია მის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა.

ინიციატორები არიან: გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი