"ჩვენ გვესმის და ვხედავთ, რომ ხალხი საქართველოში, ვისაც ევროპული მომავალი სურს, 50 დღეზე მეტია, რაც ქუჩაში დგას. ეს ჩვენ გვავალდებულებს, რომ რეაგირება გვქონდეს და შესაბამისად ვუპასუხოთ. ლიეტუვაში ჩვენ მივიღეთ შემზღუდავი ზომები და სხვა ქვეყნებმაც მოგვბაძეს, რაც უნდა გაგრძელდეს. გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საუკეთესო გამოსავალი არსებული კრიზისიდან არის ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად."
განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე.