როგორია მზია ამაღლობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა | ოცნების არალეგიტიმური ჯანდაცვის მინისტრი კითხვაზე პასუხს არ სცემს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" არალეგიტიმური მთავრობის წევრი, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე არ პასუხობს მედიის შეკითხვას პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც მე-16 დღეა  საპატიმროში შიმშილობა.

მიხეილ სარჯველაძე კითხვაზე პასუხის ნაცვლად ჟურნალისტებს სიტყვიერად დაუპირისპირდა და მათ პოლიტიკური აქტივისტები უწოდა.

 

“ბათუმელებისა” და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს, მას შემდეგ, რაც ამაღლობელმა დგებუაძეს სილა გააწნა. სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ასევე, 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციომ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი