მარიამ სიჭინავა 2 000 ლარით დააჯარიმეს | აქტივისტი ჯამში 20 000 ლარითაა დაჯარიმებული

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში მოსამართლე ნინო ჭაბუკიანმა აქტივისტი მარიამ სიჭინავა ნიღბის ტარების გამო 2 000 ლარით დააჯარიმა.

სიჭინავა პროცესზე, პროტესტის ნიშნად, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბით იყო მისული. მან დაუმორჩილებლობა ამ ფორმით დააფიქსირა და სასამართლო დარბაზი დატოვა.

მას დღეს კიდევ ერთი საჯარიმო ოქმი გადასცეს. ჯამში აქტივისტი უკვე 20 000 ლარითაა დაჯარიმებული.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი