"მზია ამაღლობელი გაწნულ სილაზე რომ პატიმრობაში გაუშვეს და შენ არ გაწუხებს ეს ამბავი და არც მისი შიმშილობა, ამის მერე გარდა დამნაშავისა, ხარ არაკაცი" | ნიკა გვარამიას მიმართვა ირაკლი დგებუაძეს

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით, “ბათუმელებისა” და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობლის მიერ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეზე გაწნული სილა, იყო სილა უსამართლობაზე და რეჟიმზე. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა და კონკრეტულად ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს მიმართა, რომელის ბრძანებითაც დააკავეს მზია ამაღლობელი და მასზე სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

"მზია ამაღლობლის გაწნული სილა დგებუაძეზე, არის გაწნული სილა უსამართლობასა და რეჟიმს  და ვუერთდებით მთელი ქართული საზოგადოება ამ სილაში.

დგებუაძეს მინდა მივმართო, ქალის მიერ გაწნული სილაზე ის რომ პატიმრობაში გაუშვეს და შენ არ გაწუხებს ეს ამბავი , არც მისი შიმშილობა და ხმა არ დაგიძრავს და პროკურატურისთვის ისიც კი არ გითქვამს, რომ ამის გამო არ გაუშვათ ის პატიმრობაში. ამის მერე გარდა დამნაშავისა, ხარ არაკაცი." - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას შეფასებით, მზია ამაღლობლის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობის არაღებით დანაშაულს სჩადიან როგორც ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრებიც, ასევე პენიტენციური უწყებაც.

“ბათუმელებისა” და "ნეთგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს.  14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციომ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი