EPP და ALDE ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

საქართველოს საკითხზე დებატები იმართება დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა. სესიაზე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოხსენებას წარადგენენ. საუბარი შეეხება რეპრესიებს, რომელსაც ოლიგარქიული რეჟიმი ევროპული მომავლის დამცველების წინააღმდეგ ახორციელებს. სესიას ესწრებიან პროდასავლური ოპოზიცია და სამოქალაქო ორგანიზაციები.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სახალხო პარტიის წარმომადგენელმა "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილება სადაოდ გამოაცხადა.

"საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული და ეს ერთადერთი პარტია არის ქართული ოცნება. ივანიშვილი რეჟიმი ანგრევს დემოკრატიულ წესრიგს საქართველოში და სწორედ ამიტომ მე სადავოდ ვაცხადებ ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას ევროპის სახალხო პარტიის სახელით." - განაცხადა  ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა ევროპარლამენტარმა ბორიანა აბერგმა.

ასევე ALDE-ს ბიუროს გადაწყვეტილებით, არ უნდა მოხდეს ქართული ოცნების დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა  და ამასთან დაკავშირებით ისინი სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთანაც აწარმოებენ მოლაპარაკებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ისინი იმედოვნებენ, რომ კენჭისყრის დღეს ისინი საკმაო მხარდაჭერას მოიპოვებენ და ქართულ ოცნებას უფლებამოსილება შეუჩერდება.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი