აშშ-ის სენატმა სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სკოტ ბესენტი დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, 29 წინააღმდეგი იყო.
62 წლის ბესენტი საინვესტიციო ფონდ Key Square Management-ს ხელმძღვანელობს. 2011-2015 წლებში ის მთავარი საინვესტიციო დირექტორის თანამდებობას იკავებდა Soros Fund Management-ში.
სენატში გამართულ მოსმენაზე ბესენტმა განაცხადა, რომ სრულად დაუჭერს მხარს რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებას. მისივე შეფასებით, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმარისი არ იყო.