შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობით; საშუალო ასაკის ქალს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, როდესაც ტელევიზიით ვნახეთ უსასტიკესი ძალადობა ადამიანებზე ნიღბიანების მიერ და არავინ დაუკავებიათ | ჰერჩინსკი

გამოქვეყნდა:

"მე შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობით, რომელიც უკვე 16 დღე გრძელდება. ის წინასწარ პატიმრობაშია. საშუალო ასაკის ქალს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, როდესაც ჩვენ ტელევიზიით ვნახეთ უსასტიკესი ძალადობა ადამიანებზე, ნიღბიანების მიერ, და არავინ იქნა დაკავებული. ეს არის უპრეცედენტო რამ. სწორედ ამიტომ, სანქციების შესახებ მსჯელობა ევროკავშირში კვლავაც გაგრძელდება. სამწუხაროდ ჯერ ერთსულოვნება არ გვაქვს, რადგან არსებობს ქვეყნები, რომლებსაც არ სურთ სანქციებს შეუერთდნენ. თუმცა, გამომდინარე ევროკავშირის ლიდერების მონდომებიდან, ჩვენ ამაზე მუშაობას დავუბრუნდებით და მივაღწევთ ერთსულოვნებას, რომელიც სანქციების დასაწესებლად არის საჭირო."

განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი