
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი საბა ბუაძე წერს, რომ სამოქალაქო პროტესტში მონაწილე საჯარო მოხელეების წინააღმდეგ ანგარიშსწორება ახალ ეტაპზე გადადის და კალაძის დაანონსებული რეორგანიზაციის გადაწყვეტილება ხვალ თბილისის საკრებულოში თანხმობის მისაღებად გამოდის.
"სამოქალაქო პროტესტში მონაწილე საჯარო მოხელეების წინააღმდეგ ანგარიშსწორება ახალ ეტაპზე გადადის - კალაძის დაანონსებული რეორგანიზაციის გადაწყვეტილება ხვალ თბილისის საკრებულოში გამოდის თანხმობის მისაღებად.
ეს რეორგანიზაცია არის პოლიტიკური წმენდა, რომლის მიზანია თავისუფალი ადამიანების წინააღმდეგ რევანში და ადგილობრივი არჩევნებისთვის მომზადება იმ ჯგუფის მიერ, რომელმაც გაყალბების ფონზეც კი წააგო თბილისი.
ეს რეორგანიზაცია პოლიტიკური წმენდა რომ არის იმითაც დასტურდება, რომ არანაირი დასაბუთება და არგუმენტი თან არ ახლავს, მხოლოდ ერთი ფრაზა - „სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით“.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმართ არანაირი მოლოდინი არ მაქვს, ამ უკანონობას მაინც გავასაჩივრებ სასამართლოში. ვიყავი, ვარ და ვიქნები იმ საჯარო მოხელეების გვერდით რომელთა თავისუფლებაზეც გადის რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა.
თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და სოლიდარობა ღირსეულ საჯარო მოხელეებს!" წერს საბა ბუაძე.