27 იანვარს ტელეკომპანია იმედმა თავის ფეისბუქ გვერდებზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას სთავაზობს რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და საამისოდ საქართველო, როგორც “სათამაშო მოედანი” გამოიყენოს. ტელეკომპანია იმედის თანახმად, ამ შინაარსის სტატია ამერიკულმა გამოცემა Тhe Hill-მა გამოაქვეყნა.
ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილის შესახებ The Hill-ის სტატიის მონაკვეთი არასწორად არის თარგმნილი.Тhe Hill-ის თანახმად, ზურაბიშვილის აზრით, აშშ-მა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს რუსეთის მიერ საქართველოს სათამაშო მოედნად გამოყენებას.
რა წერია რეალურად ამერიკულ გამოცემაში და როგორ შეუცვალა იმედის არასწორმა თარგმანმა წინადადებას შინაარსი - “მითების დეტექტორი” წერს, რომ Hill-ის სტატიის ავტორს დაუკავშირდნენ, რომელმაც აღნიშნა, რომ შეიტყო სტატიის არასწორი თარგმანის შესახებ. 27 იანვარს გამოცემამ სტაიაში შესწორება შეიტანა, რომლის შემდეგაც კიდევ უფრო ცალსახა ხდება, რომ “სათამაშო მოედანი” რუსეთს მიემართება და არა აშშ-ს.
არასწორი თარგმანით, იგივე ინფორმაცია გაავრცელეს – Newshub, Sezoni тν, მხარე • mkhare.ge, მედიაჰოლდინგი “კვირა”, მარშალპრესი, Spnews • სააგენტო სივრცეები, რადიო სივრცე FM 98.5, საინფორმაციო სააგენტო INFO9, Exclusive Media, რეზონანსნიუსი და ფეისბუქ-გვერდებმა – საქართველოს ბედნიერება, პოლიტიკოსები 1 ლარიდან, აი პოლიტიკა.
Тhe Hill-ის სტატია კომენტარით, რომ საქართველო ზურაბიშვილისთვის სათამაშო მოედანია, გააზიარა ქართული ოცნების წევრმა ნინი წილოსანმაც.