43-სართულიანი კომპლექსი ორთაჭალის ხიდის მიმდებარედ | საკრებულო ივანიშვილისთვის პროექტის დამტკიცებას დღეს გეგმავს

გამოქვეყნდა:

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის საბა ბუაძის ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გადის პროექტი, რომლითაც  ორთაჭალის ხიდის მიმდებარედ ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ მიწაზე 43-სართულიანი კომპლექსის პროექტის დამტკიცება იგეგმება.

"პოლიტპატიმრების და ქართველი ხალხის მძევლად აყვანის პარალელურად, ივანიშვილი აგრძელებს გამდიდრებას ჩვენი ქალაქის ხარჯზე. 

დღეს, საკრებულოს სხდომაზე გამოდის პროექტი, რომლითაც ორთაჭალის ხიდის მიმდებარედ ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ მიწაზე 43-სართულიანი კომპლექსის პროექტის დამტკიცება იგეგმება.

საუბარია „ქართუ ფონდის“ საკუთრებაში არსებულ  25,831 კვ.მ ტერიტორიაზე, რომელი მდებარეობს ორთაჭალის ხიდის მიმდებარედ. ამ ტერიტორიაზე იგეგმება 89, 948 კვადრატული მეტრის მოცულობის უზარმაზარი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც სატრანსპორტო და ურბანული თვალსაზრისით ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის.

ამ მასშტაბის მშენებლობა ორთაჭალის ხიდის გვერდით, გაუვალს გახდის, როგორც ორთაჭალის ხიდს (რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კავშირია), ისე მტკვირს სანაპიროს, რომელიც ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანია.

შეგახსენებთ, რომ მხოლოდ 2024 წელს უძრავი ქონების პროექტების დამტკიცებით და რეალიზაციით ივანიშვილმა თითქმის 200 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო." წერს ბუაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი