"შეფასებებს, ვინ ვის ურტყამს, რას ურტყამს [ვერ მივცემთ]" | მოსამართლე სხვიტარიძის საქმის ვიდეომტკიცებულებაზე

გამოქვეყნდა:

საბა სხვიტარიძის ადვოკატმა მოსამართლეს საქმეზე თანდართული ვიდეომტკიცებულება აჩვენა, სადაც მისი თქმით, ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი მირიან ქავთარაძე ხელს თეონა ჭალიძეს. სწორედ ამ შემთხვევას მოჰყვა სხვიტარიძის დაკავება, რომელმაც ჭალიძის დახმარება სცადა. 

სავიტარიძის თქმით, პოლიციელი ამ დროს ნიღბით, ყოველგვრი მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გარეშე იყო.

ამ მტკიცებულების შეფასებაზე მოსამართლემ უარი თქვა რეპლიკით - "შეფასებებს ჩვენ, ვინ ვის ურტყამს, რას ურტყამს [ვერ მივცემთ]" ამ განცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.

ადვოკატი მოსამართლისგან დაინტერესდა, როგორ აპირებდა ადამიანის დაპატიმრებას, თუ საქმეზე თანდართულ მტკიცებულებას ვერ შეაფასებდა?

"როდესაც თეთრით შავზე წარმოგიდგინეთ ვიდეო მირიან ქავთარაძე როგორ ურტყამს თეონა ჭალიძეს და არც უყურებდით ჩემს კომპიუტერს, არ გინდოდათ შეხედვა, იცით რატომ? თქვენ რომ გეთქვათ საოქმოდ, რომ კი, ურტყამს, მაშინ ბრალდების მხარე იქნებოდა არასწორი" - მიმართა სხვიტარიძის ადვოკატმა მოსამართლეს. 

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ საბა სხვიტარიძე დღეს ისევ პატიმრობაში დატოვა.  

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი