მედია: სერბეთის პრემიერმა, მილოშ ვუჩევიჩმა, ქვეყანაში მიმდინარე აქციების ფონზე, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

გამოქვეყნდა:

სერბეთის პრემიერმინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო Tanjug-ი, მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

Tanjug-ის ცნობით, გადადგომის შესახებ განცხადებას ვუჩიჩი დღეს, დღის განმავლობაში გააკეთებს.

სერბეთში ყოველდღიური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის 1 ნოემბერს, ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე, მათ შორის სტუდენტები, პედაგოგები და სხვა პროფესიების წარმომადგენლები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და მათ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. მიზეზად ისინი კორუფციას ასახელებენ.

გუშინ, სერბეთში გაფიცულმა სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად ბელგრადში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაგისტრალი, 24 საათით გადაკეტეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი