დასავლეთში განათლებამიღებული ქართველი სტუდენტები აშშ-ს, EU-სა და დიდ ბრიტანეთს საზოგადოების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან და ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებენ

გამოქვეყნდა:

დასავლეთში განათლებამიღებული ქართველი სტუდენტები და პროფესიონალები ერთობლივ მიმართვაში აშშ-ს, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ქართული საზოგადოების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან.

მიმართვაში ისინი საქართველოს პარტნიორებს მოუწოდებენ, გაზარდონ ზეწოლა არალეგიტიმურ მთავრობაზე და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა გადავიდეს თვისობრივად ახალ ეტაპზე, რათა საქართველოს მოსახლეობამ შეძლოს:

არალეგიტიმური ოლიგარქიული მმართველობის დაძლევა; რუსული გავლენის შემცირება ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე; არსებული კრიზისის დასრულება და ქვეყნის განვითარების გზაზე დაბრუნება.

"რუსეთის გავლენა საქართველოზე წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ საერთო დემოკრატიული ღირებულებებისთვისაც.

ჩვენ გვჭირდება პრაქტიკული მხარდაჭერა, ექსპერტიზა და რესურსები, რათა დავიცვათ სუვერენიტეტი და უზრუნველვყოთ თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი", - ნათქვამია მიმართვაში.

განცხადებას, ამ დროისთვის, 60-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი