ქვეყნის სიყვარულისთვის დაკავებული სინდისის პატიმრების საჩვენებელი დასჯა გრძელდება. სასამართლო კლანმა "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში ოპოზიციის წევრი დაზარალებულად არის ცნობილი და სახელმწიფო ბრალდებასაც მის წინააღმდეგ მტკიცებულებებიც არ გააჩნია, ოლიგარქიული რეჟიმის დაკვეთამ ყველა არგუმენტი გადაწონა და მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობის შეცვლის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმის მთავარ ფიგურანტს, რომელიც სხვა სინდისის პატიმრების მსგავსად აბსურდული ბრალდებით არის დაკავებული ივანიშვილის პროკურატურა მრავალწლიანი პატიმრობით ემუქრება.
უფრო ვრცლად იხილეთ ნინუცა კეკელიას სიუჟეტში.