აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთისთვის EU-ს სანქციების გახანგრძლივებას მიესალმება | დეპარტამენტი

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს კაია კალასს ესაუბრა - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს და აცხადებს, რომ რუბიო ევროკავშირის მხრიდან, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას მიესალმება:

"მდივანმა რუბიომ ხაზი გაუსვა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას, მოუწოდა ევროპას გაზარდოს თავდაცვის ხარჯები და ხაზი გაუსვა ჩინეთის გამოწვევებს. მდივანი მიესალმა ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივებას რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომის გამო. მდივანმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა განიხილეს აშშ-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების გზები და საერთო პრიორიტეტები" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რამდენიმე დღის წინ, კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი