"მკვდარია ევროპა და გასასვენებელია. ჩვენ ჩვენ თავს თვითონ უნდა მივხედოთ და აბსოლუტურად არაფერში არ წაგვადგება. ერთადერთი შეიძლება, ტურისტულ მოგზაურობაში გამოგვადგეს მკვდარი ევროპის ვიზები" - ამბობს "ტვ მონიტორინგთან" გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, "ოცნების" წევრებისთვის დაწესებულ სანქციებზე საუბრისას.
რაზმაძემ ოკუპანტ რუსეთსა და ევროპას შორის პარალელებიც გაავლო და თქვა, რომ "ასეთი თავხედობა, პუტინსაც არ ჩაუდენია".
შეგახსენებთ, ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის, ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა