ჟურნალისტებს, რომლებიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ, არალეგიტიმურ პრემიერთან არ უშვებენ

გამოქვეყნდა:

არალეგიტიმურ პრემიერს, რომელიც ამ წუთებში სფფ-ის წარმომადგენლებს ხვდება, ლოკომოტივის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტები მზია ამაღლობელის ფოტოებით, საყვირებითა და საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ, თუმცა შესასვლელი ჭიშკარი მათ ბოქლომით ჩაუკეტეს. ონლაინ მედიის წარმომადგენლებს კობახიძესთან მიახლოების საშუალება არ ეძლევათ. ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ კობახიძესთან კითხვები არ აქვთ და აქვთ მხოლოდ მოთხოვნა - გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან. 
 შიდა ტერიტორიაზე მხოლოდ ტელევიზიების გადამღები ჯგუფები შეუშვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი