"შანტაჟით ელაპარაკონ ვისთანაც გასდით და გასული აქვთ" | კალაძის პროპაგანდა PACE-ს დოკუმენტზე

გამოქვეყნდა:

ულტიმატუმით და შანტაჟით ელაპარაკონ მათ, ვისთანაც გასდით და ვისთანაც გასული აქვთ - ამ სიტყვებით ეხმაურება კახა კალაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ პროექტს.

კალაძე ისევ პროპაგანდისტულ სტილში ამტკიცებს, რომ "ულტიმატუმის ენით საუბარი მეგობრობა არაა".

შეგახსენებთ, დღეს უყრიან კენჭს PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის პროექტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და 2025 წლის აპრილის სესიამდე უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი