ინდოეთში, რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნაზე მომხდარი ჭყლეტის დროს, დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. დაშავებულების რაოდენობა 10-ს აღემატება, თუმცა ზუსტი რიცხვი ჯერ არ სახელდება.
წინასწარ ინფორმაციით, ჭყლეტა მაშინ მოხდა, როდესაც მდინარეში განბანის ცერემონია მიმდინარეობდა, თუმცა ოფიციალურად თუ რა გახდა ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, მსგავსი ჭყლეტა ინდოეთში ბოლოს 2013 წელს, კიდევ ერთი დღესასწაულის აღნიშვნის დროს მოხდა - მაშინ 36 მომლოცველი დაიღუპა.