სამხრეთ სუდანში, მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა.
Unity State-ის ინფორმაციის მინისტრის, გატვეჩ ბიპალის თქმით, თვითმფრინავი იუნიტიდან, ნავთობის საბადოდან დედაქალაქ ჯუბასკენ მიფრინავდა და Greater Pioneer Operating Company-ის (GPOC) მუშები გადაჰყავდა.
ბიპალის განცხადებით, დაღუპულთა შორის ორი ჩინეთის და ერთი ინდოეთის მოქალაქეა.
ამ დროისთვის, უცნობია, რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა.