
პოლიტიკური დისკრედიტაციის მიზნით მიმდინარეობს ორგანიზებული შეტევა, გაზრდილია ჰომოფობიური გზავნილები - არსამთავრობო ორგანზიაცია, სოციალური მედიის მონიტორინგის შუალედური ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციამ სამთვიანი მონიტორინგის შედეგად დაადგინა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის ღიად მადისკრედიტირებელი და ცრუ მედიის გვერდები გააქტიურდნენ.
გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უწყებების ოფიციალურ Facebook-ის გვერდებზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ ირიბი აგიტაცია მიმდინარეობს. ასევე გააქტიურებულია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიები სოციალურ ქსელში.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" იურისტი ამბობს, რომ ანონიმური დისკრედიტაციის ორგანიზებული კამპანია სოფიალურ ქსელებში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაიწყო და ახლაც გრძელდება.
ანოიმური დისკრედიტაციის ორგანიზებული კამპანია Facebook-ზე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების, განსაკუთრებით, მეორე ტურიდან შეინიშნებოდა, რომელიც გაგრძელდა ასევე 2019 წელის პოლიტიკურ პორცესებთან ერთად და ახლა როგროც ვხედავთ უფრო აქტიურ ფაზაში შედის, - თქვა ნინო ნიჟარაძემ
ანგარიში 2020 წლის 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს.