ოლიგარქი ქონების გადარჩენისთვის იბრძვის - შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული ბიძინა ივანიშვილი ოფშორული ზონებიდან ქონების და ფინანსების საქართველოში გადმოტანით არის დაკავებული.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევა აჩვენებს, რომ 20 დღის განმავლობაში ივანიშვილებმა 4 ახალი სააქციო საზოგადოება დააფუძნეს. სწორედ საქართველოში დარეგისტრირებული ახალი კომპანიების ანგარიშებზე გადმოდის მილიონები ოფშორული ზონებიდან და ამ კომპანიების მფლობელები თავად ბიძინა ივანიშვილი, მისი ცოლი ეკატერინე ხვედელიძე და შვილი უტა ივანიშვილი არიან.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე