ბიტკოინების ხმაურიანი საქმის განხილვა და ივანიშვილის ოქროს მოწმე, რომლისთვისაც დღეს სხდომა საგანგებოდ დახურეს. სასამართლოს ჩვენება მისცა ოლიგარქის განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილმა პირმა.
უცნობია, რა ინფორმაცია მიაწოდა "ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ სასამართლოს. თუმცა, ის, რაც ნატო ხაინდრავას გამოკითხვამდე მოხდა, პირდაპირ აჩვენებს, თუ რა შედეგს უნდა ელოდოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლოსგან. ხაინდრავას მიერ ბრალდებულის ოჯახის მისამართით გაჟღერებული მუქარა, დიდი ალბათობით, ოლიგარქისგან მომდინარეობდა.