"თქვენს სუვერენიტეტს ემუქრება არა ევროპა, არამედ რუსეთი და ეს იყო სწორედ ის, რაც მოხდა 2008 წელს. მათ უნდათ, რომ თქვენ გაგჭყლიტონ და გაქციონ ბელარუსად. ჩვენ მესიჯი უნდა გავუგზავნოთ ქართველ ხალხს და არა პოლიტიკოსებს.
როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დემოკრატიულ უკუსვლაზე, მე ეს ნანახი მაქვს ჩემს ქვეყანაში, როდესაც 2013 წელს იანუკოვიჩმა ზურგი აქცია ევროინტეგრაციას და ამას მოჰყვა პროტესტი.
ჩვენთანაც იყვნენ დაპატიმრებული ჟურნალისტები, პოლიციის სისასტიკე. ამიტომ, მე მხარს ვუჭერ რეზოლუციას, განსაკუთრებით კი მოწოდებას, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.
მე, ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ უკვე მე-18 დღეა, რაც შიმშილობს მზია ამაღლობელი, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი. მას ემუქრება 4-დან 7 წლამდე პატიმრობა და ბრალად ედება, რომ პოლიციის უფროსს ხელი გაარტყა. მე მას სოლიდარობას ვუცხადებ."
- თქვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრმა, ევგენია კრავჩუკმა. ევროსაბჭო კენჭს უყრის მონიტორინგის კომიტეტის დასკვნას, რომელშიც ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა მოთხოვნილი.