ბათუმში აქტივისტებმა, ოლიგარქის პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კარავი მაინც გაშალეს

გამოქვეყნდა:

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარედ აქტივისტებმა, ოლიგარქის პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კარავი მაინც გაშალეს.

მანამდე ადგილზე რამდენჯერმე იყო დაპირისპირება - პოლიცია აქციის მონაწილეებს ხელს უშლიდა, შემდეგ კი კარავი გაიტაცა.

ბათუმში უწყვეტი საპროტესტო აქციები უკვე 63-ე დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციების დროს უკანონოდ დაკავებული ადამიანების  გათავისუფლებას  ითხოვენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი