დმანისის მერიასთან, ახალი არჩევნებისა და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, მოქალაქე ლაშა ჩხვიმიანმა შიმშილობა დაიწყო

გამოქვეყნდა:

დმანისის მერიასთან, ახალი არჩევნებისა და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, მოქალაქე ლაშა ჩხვიმიანმა შიმშილობა დაიწყო.

"მოვკვდები სიმართლისთვის!

აქ, დმანისის მერიის წინ, მათი ვიდეო კონტროლის ქვეშ, პარკინგზე ვიქნები ჩემს მანქანაში და ვიშიმშილებ მანამდე, სანამ უდანაშაულო პატიმრები არ გათავისუფლდებიან, ვიშიმშილებ, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება!

მხოლოდ ჩემი თვალით რა დარღვევებიც ვნახე დმანისში, ისიც კი საკმარისია ახალი არჩევნების დასანიშნად!

ბოდიშს ვუხდი ოჯახის წევრებს და მეგობრებს, ვინც ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ამ პოსტიდან იგებენ!

უნდა დამთავრდეს ის დრო, როცა უსამართლობას ვეგუებოდით!" - წერს ლაშა ჩხვიმიანი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი