"დარჩით სახლში" ავამოქმედოთ ყველა დიდ ქალაქში - ამირან გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

აჭარის შემდეგ ახლა, ყველაზე დიდი ყურადღება იმერეთის რეგიონისა და თბილისისკენ არის მიმართული - განცხადება ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

გამყრელიძე ამბობს, რომ სლოგანი „დავრჩეთ სახლში“ სასურველია ყველა დიდ ქალაქში ამოქმედდეს

იცით, რომ აჭარაში გარკვეული შეზღუდვები ამოქმედებულია, ეს ნიშნავს, რომ ყველა რესტორანი და კაფე-ბარი იკეტება ღამის 10:00 საათზე, ასევე შიდა ტრანსპორტით გადაადგილება შეჩერებულია. ასევე, ავამოქმედეთ იქ სლოგანი ხანდაზმებულებისთვის, რომ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, სასურველია, რომ „დავრჩეთ სახლში“ და ეს სლოგანი უკვე სასურველია, რომ ვიხმაროთ ყველა დიდ ქალაქში. რა თქმა უნდა, იმ ადამიანს, რომელიც გარეთ გამოვა, არავინ დასჯის, არ დააჯარიმებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი - 448 შემთხვევა დღეს დაფიქსირდა, გარდაცვლილია 41 ადამიანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი