ვაშინგტონში, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 64 ადამიანი იმყოფებოდა, სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა

გამოქვეყნდა:

ვაშინგტონში, რონალდ რეიგანის ეროვნული აეროპორტის მახლობლად, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა

ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა. გადარჩენილებს მყვინთავები წყალში ეძებენ. Bombardier CRJ700 რეგიონულ თვითმფრინავს 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი გადაჰყავდა.

ავიაკომპანიის ცნობით, თვითმფრინავი ვიჩიტადან კანზასში მოდიოდა. ხოლო Black Hawk-ის სამხედრო ვერტმფრენზე არმიის სამი ჯარისკაცი იმყოფებოდა. ვერტმფრენი ვირჯინიიდან, ფორტ ბელვუარიდან აფრინდა.

რონალდ რეიგანის ეროვნულ აეროპორტში ფრენები შეჩერებულია. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებით, მათ მომხდარზე გამოძიება დაიწყეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი