არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ოლიგარქის მოძალადე, სანქცირებული პოლიციის მაღალჩინოსნები "ღირსების ორდენით" დააჯილდოვა.
დე ფაქტო პრეზიდენტმა ჯილდოები ვახტანგ გომელაურს, ვაჟა სირაძეს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე "ხარებას", შალვა ბედოიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, გიორგი ბუთხუზს, იოსებ ჭელიძეს, თეიმურაზ კუპატაძეს, სულხან თამაზაშვილს, მილერი ლაგაზაურს და მირზა კეზევაძეს გადასცა.