საქართველოს ევროპის საბჭოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა, თუმცა იმ დათქმით, რომ ვიზიტი არ ნიშნავს ლეგიტიმაციას

გამოქვეყნდა:

3-4 თებერვალს საქართველოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის საპრეზიდენტო დელეგაცია ეწვევა. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ "ვიზიტის მიზანია არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე მდგარი გამოწვევების შეფასება, მომავალი ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში", თუმცა მითითებულია ისიც, რომ ეს ვიზიტი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ლეგიტიმაცია: 

"ეს ვიზიტი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ლეგიტიმურობის ან იმ თანამოსაუბრეების შეხედულებებისადმი, რომლებსაც ისინი ხვდებიან.

კონგრესის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ მოსთხოვა მოსაზრება ვენეციის კომისიას საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებულ ცვლილებებზე, რამაც შესაძლოა შეასუსტოს მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული სისტემა და გააძლიეროს უმრავლესობა"  ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

დელეგაციის წევრები, კონგრესის პრეზიდენტი მარკ კულსი, რეგიონების პალატის პრეზიდენტი სესილია დალმან ეეკი და ადგილობრივი თვითმმართველობის პალატის პრეზიდენტი ბერნდ ვოჰრინგერი, გენერალური მდივნის მატიე მორის თანხლებით, შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი