რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრების განცხადებით, EU-ს ელჩმა შეხვედრაზე არალეგიტიმური ხელისუფლება "მწამებლებად" მოიხსენია

გამოქვეყნდა:

პოლიტპატიმრების ოჯახის წევრების შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან ცოტა ხნის წინ დასრულდა.  პაველ ჰერჩინსკიმ უშუალოდ მათგან მიიღო დეტალური ინფორმაცია  პოლიტიკური მოსაზრებებით დაპატიმრებული მოქალაქეების საქმეების შესახებ. შეხვედრიდან გამოსული პატიმრების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დიპლომატმა შეფასებისას სიტყვა "მწამებლები" გამოიყენა.

"აშკარად ეტყობა, რომ ჭკუიდან არიან ესენიც გადასულები, დიპლომატიური ენის შენარჩუნებაც კი უჭირთ ამ ე.წ. მთავრობის მიმართ. ბალანსსაც ვეღარ იცავენ, რომ მოიხსენიონ ეს ადამიანები, გამოიყენებენ კონკრეტულ ლექსიკას, მწამებლებს, ასე რომ ვთქვათ და რაც გააკეთეს ქუჩებში იმის აღსაწერად არანაირ დიპლომატიურ ენას აღარ იყენებენ... თქვა ისიც, რომ არავინ არ დასჯილა იქით მხრიდან" - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ონისე ცხადაძის ძმამ.

პატიმრების ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს საერთაშორისო პარტნიორებს, იყვნენ ხისტები ადამიანის უფლებების დამრღვევ არალეგიტიმურ რეჟიმთან, რათა მოხდეს ყველა უკანონო პატიმრის გათავისუფლება და დაინიშნოს ახალი არჩევნები.

არ მორიდებია ზუსტი სახელები ეწოდებინა იმ ადამიანებისა და იმ მოვლენების მიმართ, რაც ქვეყანაში ვითარდება. იყვნენ მწამებლები, იყო არაპროპორციული ძალა გამოყენებული, იყო ცემა, დაშინება...პასუხი იყო ასეთი, რომ ევროკავშირი და ევროკავშირის ყველა ქვეყანა მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ მთავარი მიზანი მიღწეულ იქნას" ამბობს ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურა ცეცხლაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი