"სამწუხაროდ, ვერავინ გადარჩა" | დონალდ ტრამპი ვაშინგტონში მომხდარ ავიაკატასტროფაზე

გამოქვეყნდა:

დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონში მომხდარ ავიაკატასტროფას ვერავინ გადაურჩა. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგზე გამოსვლა მან წუთიერი დუმილით დაიწყო.

"სამუშაო ახლა გადავიდა აღდგენის მისიაზე. სამწუხაროდ, ვერავინ გადარჩა. მასიური სამძებრო-სამაშველო მისია მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში, გამოყენებული იყო ჩვენს ხელთ არსებული ყველა აქტივი. ადგილობრივმა, სახელმწიფო და ფედერალურმა სამხედროებმა, მათ შორის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვამ ფენომენალური სამუშაო გასწიეს. ეს იყო ბნელი და ამაღელვებელი ღამე ჩვენი დედაქალაქის და ჩვენი ერის ისტორიაში.  საშინელი მასშტაბის ტრაგედია, ჩვენ ვწუხვართ ყოველი ძვირფასი სულისთვის, რომელიც ასე მოულოდნელად წაგვართვეს" - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მანამდე ანალოგიური განცხადება ასევე გააკეთა კოლუმბიის ოლქის სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯონ კონელიმ.

ამერიკული ავიახაზების თვითმფრინავი, რომელშიც 60 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იყო, ოთხშაბათს ვაშინგტონის მახლობლად მდებარე რონალდ რეიგანის ნაციონალურ აეროპორტში დაშვებისას სამხედრო ვერტმფრენს დაეჯახა, რომელშიც 3 სამხედრო იმყოფებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი